რესპუბლიკის მოედანზე, 20 მარტს, სომხეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება გაიმართება. თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დამონტაჟდება დიდი ეკრანი, სადაც გულშემატკივრები შეძლებენ მატჩის ყურებას.
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. საქართველოს ნაკრები 21:00 საათზე, ერევანში, გამართავს უეფა-ს ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრას.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




