ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებისაახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, 28 და 29 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომანქანებისთვის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვების შესახებ დეტალები:

  •  სატრანსპორტო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ალტერნატიული გზებით: ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩებით.
  • მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის ქუჩების მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით.
  • სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირზე და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩებით.
  • თავისუფლების მოედანზე გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
  • მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებენ.

თბილისის მერია მოქალაქეებს თხოვს, რომ გაითვალისწინომ აღნიშნული შეზღუდვები და გადაადგილება დაგეგმომ ალტერნატიული გზების გამოყენებით.

 

#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi

READ  ისანში, ნავთლუღსა და მეტრომშენში 12 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა — თბილისი ენერჯი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები