პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებისენსაციური აღმოჩენა თბილისის ზოოპარკში - 34 მილიონი წლის წინ გავრცელებული ამფიბია იპოვეს

სენსაციური აღმოჩენა თბილისის ზოოპარკში – 34 მილიონი წლის წინ გავრცელებული ამფიბია იპოვეს

თბილისის ზოოპარკში უნიკალური აღმოჩენა — მეცნიერებმა ამფიბიის ქვირითი აღმოაჩინეს, რომელიც 34 მილიონი წლის წინ, ოლიგოცენის ეპოქაში არსებობდა. აღმოჩენილ ქვირითს ინკუბაციის შემდეგ სიცოცხლე შთაბერეს და ზოოპარკის ლაბორატორიაში შვიდი ლარვა წარმატებით გამოიჩეკა.

მცირე ზომის, ჟელესებურ წარმონაქმნებს ზოოპარკის ტერიტორიაზე, ჰიპოპოტამის ტბორის ფსკერზე, წყლის ამოტუმბვისას წააწყდნენ. თავდაპირველად ისინი პინგ-პონგის ბურთებს წააგავდნენ, თუმცა შემდგომ ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქმე ამფიბიის ქვირითთანგვქონდა.

ინკუბაციისთვის გამოყენებულ იქნა Gugul Bu-De 1962 მოდელის პროფესიული აპარატი, რომელიც სპეციალურად განკუთვნილია ამფიბიებისა და ქვეწარმავლების ქვირითის გამოჩეკისთვის. შესაბამისი ტემპერატურული და ტენიანობის პირობების შექმნის შემდეგ, ქვირითიდან ლარვები გამოიჩეკა.

გენეტიკური ანალიზის შედეგი სენსაციურია:

გამოჩეკილი ლარვები მიეკუთვნებიან გადაშენებულ სახეობას — ფოჩიანი გველკუა (Cheloserpentus pochii), რომელიც ცნობილია მეცნიერი ოლივიე ბლომანჟეს მიერ. ანალიზი ესპანეთში, ვალენსიის სამეფო პალეობიოლოგიურ ინსტიტუტში ჩატარდა.

მეცნიერების ვარაუდით, ქვირითი ოლიგოცენის ეპოქაში კლიმატური პირობების შედეგად ყინულის ფენაში ჩაიყინა და ანაბიოზურ მდგომარეობაში გადავიდა. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული დნობის შედეგად, ქვირითი სავარაუდოდ არაგვში აღმოჩნდა, შემდეგ — თბილისის ზღვაში, და იქიდან ფრინველებმა ზოოპარკის ტერიტორიაზე გადმოიტანეს.

გადარჩენილი ლარვები ამჟამად ზოოპარკის სპეციალურ გარემოში, მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
მათი კვება მწყრის კვერცხის გულის, ფეტვის ჭიებისა და არაჟნის სპეციალური ნაზავით ხდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.

 

შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  ლეღვთახევის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები