კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიTAV Airports-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში $150 მლნ-ის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს - გამტარუნარიანობა...

TAV Airports-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში $150 მლნ-ის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს – გამტარუნარიანობა 50%-ით გაიზრდება

TAV Airports-ი განიხილავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას, რომელიც მოხმარდება არსებული ტერმინალის გაფართოებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და უზრუნველყოფს 2031 წლამდე აეროპორტის გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურებას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების საინვესტიციო გეგმებზე კომპანია TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანმა ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განხილულ იქნა კომპანიის შეთავაზება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარების შესახებ. ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ TAV Airports-ის მხრიდან წინადადების წარმოდგენას წინ უძღოდა შეხვედრა ADP – ის უმაღლეს ხელმძღვანელ პირებთან პარიზის ბოლო საავიაციო გამოფენის ფარგლებში, სადაც პირველად დაფიქსირდა საავიაციო ჰოლდინგის მხრიდან თბილისისა და ბათუმის მოქმედ აეროპორტებში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების ინტერესი.

როგორც TAV Airports-ის პრეზიდენტმა განაცხადა, წელს კომპანია აღნიშნავს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირების დაწყებიდან 20 წლის იუბილეს.

მისი თქმით, TAV Airports-ი პრეზიდენტის სერქან კაპტანის განცხადებით, აეროპორტის განვითარების შესახებ კომპანიის შეთავაზება ითვალისწინებს თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობის 50%-იან ზრდას.

„გასულ წელს ჩვენ 4,7 მილიონი მგზავრი გვყავდა. ტერმინალებში გამტარუნარიანობის ზედა ზღვრამდე მივდივართ, სწორედ ამიტომ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რათა შეგვეთავაზებინა ახალი ინვესტიცია ტერმინალების გასაუმჯობესებლად და აეროპორტის გამტარუნარიანობის 10 მილიონ მგზავრამდე გასაზრდელად“, – აღნიშნა TAV Airports-ის პრეზიდენტმა.

კომპანია TAV Airports-ი ამჟამად თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია და ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჰოლდინგის, ფრანგული Groupe ADP – ის წევრია.

როგორც სამუშაო შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ვაზიანში, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი 2031 წლიდან ამოქმედდება და წელიწადში 19 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი. მისი თქმით, დღეს სამოქალაქო ავიაცია ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია საქართველოში – 2024 წელს მგზავრთნაკადი 24%-ით გაიზარდა და 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა, ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა. ასევე მზარდია საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა. მინისტრის განცხადებით, ამ ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა განიხილავს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზაციასა და გაფართოებას, რათა ვაზიანის ამოქმედებამდე, შესაძლებელი იყოს გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურება შეფერხების გარეშე.

READ  გლდანის რაიონში ახალი სკვერი გაიხსნა

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოხდება TAV Airports-ის შეთავაზების დეტალური შესწავლა თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოებასა და დამატებით ინვესტიციის განხორციელების მიზნით. ტავ ჯორჯია საქართველოში 20 წელია ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარებაში 230 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

წყარო

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.