პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი პირველად მასპინძლობს საერთაშორისო საბალეტო სკოლას

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი პირველად მასპინძლობს საერთაშორისო საბალეტო სკოლას

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი წელს პირველად მასპინძლობს საერთაშორისო საზაფხულო კურსს იმ მოზარდებისთვის, რომლებსაც საბალეტო ხელოვნებაში პროფესიული დაოსტატების ამაღლება სურთ.

ინტენსიური საერთაშორისო საზაფხულო კურსის ჩატარების იდეა დიდი ხანია ჰქონდა მსოფლიოში ცნობილ ბალერინას ელენე გლურჯიძეს, რომელიც წლების განმავლობაში ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინა იყო.

მას შემდეგ რაც ელენე სცენას დაემშვიდობა, თანამოაზრეებთან ერთად, Masters of Ballet Academy დააარსა. აკადემია წელს ათი წლის იუბილეს აღნიშნავს. თბილისის ინტენსიური საზაფხულო კურსი სწორედ ამ თარიღს ეძღვნება და  10 ივლისს დაიწყება.

„მრავალი წელი მქონდა სურვილი, ქართველი ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ბალეტის ხელოვნებას ეუფლებიან, საერთაშორისო ინტენსიური საზაფხულო კურსის გავლის შესაძლებლობა მიმეცა მსოფლიოში ცნობილი მოცეკვავეების, რეპეტიტორების, ხელოვანებისა და ქორეოგრაფების ხელმძღვანელობით. რადგან ბევრი მოსწავლისთვის როგორც მგზავრობა, ასევე სასწავლო კურსები ფინანსური თვალსაზრისით ხელმისაწვდომი არ არის, ყველა ღონე ვიხმარე, რომ ეს კურსი მათთვის აქ, ჩემს სამშობლოში ჩამეტარებინა“ – ამბობს ელენე გლურჯიძე.

პროექტი, რომელშიც 120-მდე მოსწავლე  მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

კურსის მონაწილეები მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი  პედაგოგების – ელენე გლურჯიძის, ოლგა სემენოვას, ნინო ანანიაშვილის, სტანისლავ ფეკოს, ვასილი მედვედევის, სარა ნაითის, ვლადა კოტერის, ვივიან ტრიანტაფილოპულოს მასტერკლასებში. კურსის მონაწილეთათვის სპეციალურად  დაიდგმება საჩვენებელი სპექტაკლი,  რომელსაც 19 ივლისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მცირე სცენაზე წარმოადგენენ.

Masters of Ballet Academy-ის კურსები მსოფლიოში ათასობით მოზარდმა გაიარა.  წელს პირველად კი მასში მსოფლიოს 9 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის აღსაზრდელებიც.

„ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინა ელენე გლურჯიძე „მომნუსხველი და არაჩვეულებრივად ლამაზი შემსრულებელი იყო“, – წერს გაზეთი „The Observer“-ი. როგორც ელეგანტურობით გამორჩეულ მოცეკვავეს, მას ძალიან ფართო რეპერტუარი ჰქონდა. არის ჭკვიანი და შრომისმოყვარე, ამასთან კომპეტენტური ადმინისტრატორი და საუკეთესო მენეჯერი. ელენე ყოველთვის ორიენტირებული იყო პრობლემების გადაჭრაზე; ის იყო შემოქმედი, რომელიც წარმატებისკენ მიისწრაფოდა; ღია და ემპათიური, რაც მის გარშემომყოფებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელმძღვანელობს, ძლიერ მოტივაციას აძლევს. სულ ახლახან მან ლონდონში ბალეტის აკადემია დააარსა, რომელიც თავდაჯერებული, ფრთხილი, გონიერი და ეფექტიანი სტილით გამოირჩევა. ეროვნებით ქართველი ელენე თბილისში დაიბადა. ამჟამად ის ლონდონში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. ელენე თანამედროვე ქართველი შემოქმედების ახალი თაობის წარმომადგენელია. ქართული კულტურის მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე მის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილის აღიარების ნიშნად, მას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპატიო სიგელი გადასცა.

READ  თბილისში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების საფესტივალო კონცერტები გაიმართება

წყარო

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.