01:29 💵 USD 2.61 💶 EUR 3.05 რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გაიხსნა · კურორტი გოდერძი — აჭარის სამთო სამოთხე ზღვის დონიდან 2027 მეტრზე · LIZWI Club Teatro-ში — თბილისის მუსიკალური ღამე 8 აგვისტოს · Enzo Siffredi Teatro-ში — აფრო-ჰაუსის ლეჯენდი თბილისში 31 ივლისს · თბილისი დღეს — 19 აგვისტო · თბილისი დღეს — 18 აგვისტო ·
ვინ ცხოვრობდა სოლოლაკში — თბილისის ელიტარული უბნის დამალული ისტორიები — შენი თბილისი

ტურიზმის ბრუნვა იმატებს — თბილისში სასტუმროების დატვირთვა II კვარტალში 8%-ით გაიზარდა

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

სასტუმროების ფედერაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში თბილისის სასტუმროებში დატვირთულობა გაზრდილია, შესაბამისად ტურიზმის ბრუნვა იმატებს.

როგორც ფედერაციის დამფუძნებელმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მეორე კვარტალში დატვირთულობა წლიურად 6-8%-ითაა გაზრდილი, თუმცა შალვა ალავერდაშვილის თქმით, ჯერჯერობით პირველი კვარტალის ჩავარდნა ვერ დაკომპენსირდა.

მისი თქმით, ივნისის თვე კარგი დატვირთულობით მიდიოდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე, თვის მეორე ნახევარში ბევრი ჯავშანი გაუქმდა.

„ჩავარდნილი პირველი კვარტალის შემდეგ, რაც იყო იანვარი, თებერვალი და მარტი, აშკარად გამოცოცხლება დაიწყო აპრილში, მაისსა და ივნისის პირველ ნახევარში. ამ პერიოდში თითქმის 15%-მდე ზრდა იყო სხვადასხვა მიმართულებით. 10-15%-მდე იყო ჩვენდა სამწუხაროდ, შემდგომ გლობალური პროცესებიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი ჯავშნები გაუქმდა. თუმცა ახლა თანდათანობით ხდება ამ ჯავშნების აღდგენა და გამოყენება ამ პერიოდისთვის. ამ ეტაპზე წლიურ დონეში ვართ -8-10%, თუმცა ბოლო სამი თვის ჭრილში ვართ დაახლოებით +6-8%.

მაგრამ პირველი სამი თვის ჩავარდნა ჯერჯერობით ვერ გადაიფარა. იმედი გვქონდა, რომ ომი რომ არ დაწყებულიყო ივნისის ბოლოს თუ არა ივლისის შუა რიცხვებში უკვე შევავსებდით იმ ჩავარდნას, თუმცა ამ ეტაპისთვის ჩავარდნა ჯერჯერობით ვერ შევავსეთ. გვინდა, რომ წლევანდელი სეზონი ისე ჩავატაროთ, მინიმუმ აგვისტოს ბოლოს თუ არა, სექტემბრის ბოლოს მაინც შევეცადოთ, რომ წლიურ დონეში დავეწიოთ შარშანდელ წელს“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

წყარო: bm.ge

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *