თბილისის მერიის ა(ა)იპ ფეხბურთის სპორტულ ცენტრ „იმედში“ გამართულ მინი ფეხბურთის ტურნირზე „დიდუბის თასი 2025“ მონაწილეობა ათმა გუნდმა მიიღო, რომელიც დიდუბის რაიონში მცხოვრებ და რეგისტრირებულ ახალგაზრდებს შორის დაკომპლექტდა. ტურნირი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამარჯვებული გუნდი „ცაცები“ გახდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები გუნდებმა „ლაინიმ” და „მიმინომ“ დაიკავეს.
ფინალურ მატჩში გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშე დუტა ქარდავა, საუკეთესო მეკარე გიგი ლომაია და ბომბარდირი საბა ფარსაღიშვილი. გამარჯვებულებსა და გამორჩეულ ფეხბურთელებს თასები, სიგელები, მედლები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ გადასცა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




