მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებს შორის ქართული რესტორანი Cafe Littera, რომელიც ძველ თბილისში, მწერალთა სახლის ისტორიულ ეზოში მდებარეობს, 2025 წლის La Liste-ის რეიტინგში მოხვდა. La Liste პრესტიჟული საერთაშორისო რეიტინგია, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებსა და სასტუმროებს, მათი პუბლიკაციებისა და მილიონობით მიმოხილვის საფუძველზე.
Cafe Littera თავისი ელეგანტური სივრცით, ლამაზი ეზოთი და თანამედროვე ინტერიით გამოირჩევა. რესტორანი გთავაზობთ ღვინის მრავალფეროვან არჩევანს, კოქტეილებს, უალკოჰოლო სასმელებსა და დახვეწილი საკვების მენიუს, რომელიც ტრადიციული ქართული გემოების ახალ და ინოვაციურ ფორმას წარმოადგენს.
Cafe Littera ერთ-ერთი წამყვანი ადგილია თბილისის საკულტო რესტორნების სიაში, რომელიც საერთაშორისო აღიარებას იმსახურებს. La Liste-ის რეიტინგში მოხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს რესტორნის მაღალ სტანდარტებსა და უნიკალურობას.