“ღამის სერენადების” დასკვნითი კონცერტი თბილისში – ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაიხურა.
საქართველოში პირველად წარმოადგინეს პროექტი – „Astor“, აღსავსე დრამატულობით, ვიზუალური სილამაზითა და სენსაციური ქორეოგრაფიით. საღამოში მონაწილეობდნენ: Balletto Di Roma – საბალეტო დასი, იტალია; მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია. შესრულდა ასტორ პიაცოლას უკვდავი ნაწარმოებები. Balletto di Roma – დაარსდა 1960 წელს და მრავალი ათწლეულია აკავშირებს კლასიკურ ტრადიციებს თანამედროვე ქორეოგრაფიულ ენასთან. პროექტი „Astor“ 2021 წელს შეიქმნა, ასტორ პიაცოლას დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად. დამსწრე საზოგადოებამ წარმოდგენის მონაწილეები მქუხარე აპლოდისმენტებითა და ხანგრძლივი ოვაციებით დააჯილდოვა.
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში საერთო ჯამში ექვსი კონცერტი სამ ქალაქში – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გაიმართა. ფესტივალი 20 აგვისტოს ქალაქ ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა. 22, 24 და 26 აგვისტოს კი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაგრძელდა.ფესტივალმა კი 9 და 11 ოქტომბერს გადმოინაცვლა დედაქალაში. კონცერტებში მონაწილეობდნენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები: მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია; ნელო სალცა – საყვირი, იტალია; ანდრეს გაბეტა – ვიოლინო, საფრანგეთი; მორის შტეგერი – ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია; თამარ ლიჩელი – ფორტეპიანო, საქართველო; გიორგი შიოლაშვილი – ფორტეპიანო, საქართველო; სოფო ხალვაში – ვოკალი, საქართველო.
ანშლაგებითა და ოვაციებით აღსავსე საკონცერტო საღამოების პარალელურად ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისათვის.
მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია