ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorized“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო მედიაჰოლდინგ “შენის” ნაწილი” – ინტერვიუ ჟურნალისტ თათია გოჩაძესთან

“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო მედიაჰოლდინგ “შენის” ნაწილი” – ინტერვიუ ჟურნალისტ თათია გოჩაძესთან

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ✨️

გთავაზობთ ინტერვიუს მედიაჰოლდინგ 《შენის》 მთავარ რედაქტორ თათია გოჩაძესთან, რომელიც   საკუთარ პროფესიულ ისტორიას გიამბობთ:

– თათია, საინტერესოა, როდის და რატომ დაინტერესდით ჟურნალისტიკით?

– სკოლაში უკვე ვიცოდი, რომ ჟურნალისტობა მინდოდა… რატომღაც ყოველთვის რადიო ან ტელეჟურნალისტიკაზე ვფიქრობდი, თუმცა შემდეგ მწერალი ჟურნალისტი გავხდი… თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულება დავამთავრე… ძალიან კარგად მახსოვს სტუდენტობის წლები, უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი (ჟურნალისტების კორპუსი)… მეამაყება, რომ “მეექსველი” ჟურნალისტი ვარ, ეს ჩვენს სოციუმში ნაცნობი განცდაა 🙂

როდის დაიწყეთ აქტიურად წერა და რატომ აირჩიეთ ბეჭდური მედია?

– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოს პარლამენტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, გავიარე სტაჟირების პროგრამა… შემდეგ იყო ერთ-ერთი ტელევიზიის სტაჟირება, მოკლე ვადით სხვადასხვა ადგილას მუშაობა, თუმცა  შემდეგ მქონდა პროფესიული პაუზა…

ერთხელაც ჩემთვის უსაყვარლესმა ლექტორმა, ქალბატონმა ხათუნა ჩარკვიანმა მითხრა, რომ გაზეთ “ვერსიას” ჰქონდა პოლიტიკური კორესპონდენტის ვაკანსია…

ასე აღმოვჩნი საუკეთესო რედაქციაში, სადაც 8 წელი ვწერე… მადლობელი ვარ “ვერსიის” მთავარი რედაქტორის, მაია ფურცელაძის, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე. ჩემთვის “ვერსიელობა” დიდი პატივია დღემდე…

–  როგორ და როდის გადაიკვეთა თქვენი და მედიაჰოლდინგ 《შენის》 გზა?

– ბატონი გიორგი ფხაკაძე პროფესიული საქმიანობის დროს გავიცანი, ჯერ კიდევ კოვიდპანდემიის დროს. მაშინ მედიის ყველაზე სასურველი რესპონდენტი იყო და აქტიურად ვაშუქებდით მისგან მოწოდებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას… ერთხელ, საქართველოში ვიზიტის დროს მედია მიგვიწვია სტუმრად საკუთარ რეზიდენციაში… სასიამოვნოდ მახსენდება ეს საღამო – ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ბატონი ფხაკაძის პროფესიონალიზმსა და იდეების სისწორეში…

გავიდა დრო და მან მედიაჰოლდინგი 《შენი》 დააფუძნა, შემომთავაზა თანამშრომლობა და მეც სიამოვნებით დავთანხმდი! ეს ჰოლდინგი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადარაჯოზე დგას და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ქართული საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, ამიტომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ მედიაჰოლდინგის ნაწილი!

რას ურჩევდით ახალგაზრდებს, ვინც აპირებს ჟურნალისტის პროფესიის არჩევას?

– უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ პროფესიაში ვერ ნახავენ ერთფეროვნებას და არ ექნებათ მოდუნების დრო და საშუალება…

ჟურნალისტიკა ყველაზე მრავალფეროვანი პროფესიაააქ დღისა და ღამის, უქმეებისა თუ შვებულების მნიშვნელობა გავიწყდება და მთელი არსით შენს პროფესიას უძღვნი თავს, რა დროსაც დიდ სიამოვნებას იღებ, რადგან მიღწეული შედეგი ამად ღირს... თუ ასეთი თავგადასავლებით სავსე ცხოვრება გხიბლავთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მედიასამყაროში!

– რომელი თვისება უნდა ჰქონდეს აუცილებლად ჟურნალისტს?

– მიზანდასახულობა და თვითრწმენა,იმის დაჯერება, რომ შეუძლებელი არაფერია… ჟურნალისტი მუდმივად უნდა სწავლობდეს და ვითარდებოდეს... ამ პროფესიაში თავის დამკვიდრება ადვილი არაა და ყოველი შემდგომი მიზნისკენ აქ უფრო დიდი მონდომებით უნდა იარო.

ხაზს გავუსვამ ერთ გარემოებას – უმნიშვნელოვანესია, ჟურნალისტმა მაღალ დონეზე იცოდეს ქართული ენის გრამატიკა, განსაკუთრებით მწერალმა ჟურნალისტმა. ულამაზესი და უძვირფასესი ენა გვაქვს და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მისი უნიკალურობა და სისუფთავე…

ავტორი: ირინა დათაშვილი

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://shenisilamaze.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საბაუდია: რომიდან 1 საათის გზაზე, ზღვისპირა კურორტი ტირენეის ზღვაში

საბაუდია: რომიდან 1 საათის გზაზე, ზღვისპირა კურორტი ტირენეის ზღვაში

15 January, 2025
ლამაზი ღიმილისთვის კბილების გამოხეხვა არ კმარა – შეგრძნებები და სიმპტომები, რომლებიც სიგარეტზე თავის დანებების საწყის ეტაპზე იჩენს თავს

ლამაზი ღიმილისთვის კბილების გამოხეხვა არ კმარა – შეგრძნებები და სიმპტომები, რომლებიც სიგარეტზე თავის დანებების საწყის ეტაპზე იჩენს თავს

იანვარი 15, 2025
ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს

ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს

15 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
პანამური პომიდორი: უნიკალური ჯიში და მისი უპირატესობები

პანამური პომიდორი: უნიკალური ჯიში და მისი უპირატესობები

იანვარი 15, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
ზეთა ბანაკი – დაგხვდებათ პატარა, კომფორტული კოტეჯი, კარვები და სასადილო

ზეთა ბანაკი – დაგხვდებათ პატარა, კომფორტული კოტეჯი, კარვები და სასადილო

იანვარი 15, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხორბლის ბურღულის ფლავი

ხორბლის ბურღულის ფლავი

იანვარი 15, 2025
თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ

თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ

იანვარი 15, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები