არუნ ხათრი პირდაპირ ბაძავს ექიმ ბერგს, იმეორებს მის სტილს, ფრაზებს – ეს პლაგიატია! – გიორგი ფხაკაძე სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს
იუთუბზე საეჭვოდ „გაპოპულარებული“ ინდოელი “არუნა ხათრი” პირდაპირ ბაძავს ექიმ ბერგს — იმეორებს მის სტილს, ფრაზებს და მიდგომას. ეს უკვე აღარ არის „ინსპირაცია“ — ეს არის პლაგიატი და საზოგადოების შეგნებული მოტყუება – წერს სოციალურ ქსელში მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.
აღმოჩნდა, რომ ამ ვიდეოების რეალური მიზანი მხოლოდ ერთი იყო —
საკვები დანამატების გაყიდვა.
პრობლემა:
• არ აქვს არანაირი სამედიცინო განათლება
• არ გააჩნია ეთიკური, საკვები დანამატების უსაფრთხოების ან რეგულაციის სერტიფიკატები
• სრულიად არაკომპეტენტურია ჯანმრთელობის სფეროში
• ქმნის „ექიმის/სპეციალისტის“ ცრუ იმიჯს — რაც საშიშია ჯანმრთელობისთვის
და ახლა უკვე ოფიციალური ფაქტი:
მის მიერ დაკავშირებული საკვები დანამატების კომპანია დააჯარიმა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ,
კომპანიას შეუჩერდა ყველა კომერციული საქმიანობა,
გადაწყვეტილება ძალაშია 10 ნოემბრიდან, სანამ ყველა დამატებითი პროცედურა დასრულდება.
(ეს არის სახელმწიფოს ოფიციალური გადაწყვეტილება. დოკუმენტი არსებობს.)
ანუ სქემა ასე მუშაობდა:
ბაძავს ცნობილ ექსპერტს,
ქმნის “სპეციალისტის” იმიჯს,
შემდეგ გაყიდის დანამატებს, რათა მოგება მიიღოს თქვენი ჯანმრთელობის ხარჯზე.
ეს არის:
საავტორო უფლებების შესაძლო დარღვევა
პლაგიატი
საზოგადოების შეგნებული მოტყუება
მე რა მინდა?
მინდა, რომ ნაკლებად მოტყუებულები იყოთ.
სანამ ვინმეს ენდობით ინტერნეტში, ყოველთვის გადაამოწმეთ:
• ვინ არის ადამიანი?
• აქვს თუ არა განათლება?
• რა ინტერესს ემსახურება?
განვიხილოთ განსხვავება:
ერთი — პროფესორია.
მეორე — პლაგიატორი, არაკომპეტენტური გამყიდველი.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე (PHIG)
Supplement.ge — „უსაფრთხო დანამატები საქართველო“ ინიციატივა
SheniEkimi.ge • შენი ექიმი SheniAmbebi.ge • შენი ამბები supplement.ge




