საილუსტრაციო ფოტო

„ახალი რეკორდი დამყარდა – 19 სექტემბერს, თბილისში დღიურად, 841 ათასი ავტომობილი მოძრაობდა“ – კახა კალაძე

გიორგი კაპანაძე
გიორგი კაპანაძე
ჟურნალისტი — ქალაქის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. აშუქებს გზების, მშენებლობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემებს თბილისში.

„ახალი რეკორდი დამყარდა – 19 სექტემბერს, დღე-ღამის განმავლობაში თბილისში 841 ათასი ავტომობილი მოძრაობდა,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„გასულ 4 წელს რომ გადავხედოთ, დედაქალაქში ავტომობილების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად იმატებს. მინდა გარკვეული სტატისტიკა მოგაწოდოთ, რადგან რამდენიმე დღის წინ კიდევ ახალი რეკორდი დამყარდა ამ მიმართულებით.

კერძოდ, 19 სექტემბერს, დღე-ღამის განმავლობაში თბილისში 841 ათასი ავტომობილი მოძრაობდა. 2022 წლის იგივე 19 სექტემბერს კი ეს მაჩვენებელი 586 ათასს აღწევდა.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ქალაქი ვითარდება, მოსახლეობა იზრდება, რაც ზრდის მოთხოვნას გზების, ტრანსპორტის მოწესრიგებაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატებაზე და ა.შ.“ – განაცხადა კალაძემ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ქალაქის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. აშუქებს გზების, მშენებლობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემებს თბილისში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *