ნოემბერში თბილისში $264 მილიონი ღირებულების ბინა გაიყიდა — შენი თბილისი

თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 209 684,9 ათასი ლარით იზრდება

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი  209 684,9 ათასი ლარით იზრდება. აღნიშნული ცვლილება დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დედაქალაქის ბიუჯეტმა ისტორიაში პირველად რეკორდულ ნიშნულს —2 192,862.9 ათას ლარს მიაღწია.

გიორგი ტყემალაძის თქმით, ახალი ფინანსური რესურსები ქალაქის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას დაეხმარება. 2025 წლის ბიუჯეტის მომატებული თანხები მოხმარდება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა ინფრასტრუქტურული პროექტები, სატრანსპორტო რეფორმა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანდაცვა, სოციალური მიმართულებები და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„თბილისის ბიუჯეტმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის კორექტირების შედეგად იგი 209 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 192,862.9 ათასი ლარი შეადგინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც ქალაქისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. თანხები იმ ძირითად პრიორიტეტებზე გადანაწილდება, რომლებიც ფინანსურ დოკუმენტში უკვე გაწერილია. იგეგმება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ამას გარდა, თანხები მოხმარდება სატრანსპორტო რეფორმას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებს, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ვფიქრობ, ამ მიმართულებით 2025 წელი თბილისისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ამასთანავე, გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე განიხილება ქონების დაკანონების საკითხი. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ათწლეულების განმავლობაში ელოდება საცხოვრებელი ფართების დაკანონებას.

„ჩვენ მუდამ ვცდილობთ, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც, ერთი მხრივ, ინვესტიციების მოზიდვას, მეორე მხრივ კი, ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 209 684,9 ათასი ლარით იზრდება. 23 მაისი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისის-2025-წლის-ბიუჯეტი-209-6849-ა/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 209 684,9 ათასი ლარით იზრდება [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-2025-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%af%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98-209-6849-%e1%83%90/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network