შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგართობა/დასვენებაბასკური (ესპანური) უნიკალური ინტერიერის დიზაინი მთაწმინდაზე

ბასკური (ესპანური) უნიკალური ინტერიერის დიზაინი მთაწმინდაზე

ქართველებისა და ბასკების წინაპრებს შორის ნათესაური კავშირის არსებობაზე უამრავი ლეგენდა შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელთა მიხედვითაც ეს ორი ხალხი საერთო ფესვებიდან მოდის და ბევრი საზიარო კულტურული ელემენტიც კი აქვთ… სწორედ ამის შთაგონებით შექმნა Communal Company-მ ახალი, ბასკური კულინარიული კულტურის რესტორანი „Madre“.

მე-19 საუკუნის ქალაქურ სახლში, მთაწმინდის ცენტრში მდებარე რესტორნის შესახებ, რომელიც ბესიკის პარკს გადაჰყურებს, კომუნალის გუნდი საინტერესო დეტალებს გვიზიარებს.

ბასკური მუხტის მქონე რესტორნის კონცეფცია ითარგმნა, როგორც ინტერიერის დიზაინში, ისე კულინარიაში, რომელიც „მადრეს“ განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ პროცესის მთავარი მიზანი ის არის, რომ თბილისში შეიქმნას ადგილი, სადაც თანამედროვე ბასკურ, ესპანურ კულტურას ეზიარები.

ინტერიერზე Communal Studio-მ იმუშავა. სივრცე თავის ხასიათით და დეტალებით პასუხობს ესპანურ კულტურას. ინტერიერში გამოყენებულია ბუნებრივი ქვები და ესპანეთისთვის დამახასიათებელი ფერთა პალიტრა.

სივრცეები კამერული და დინამიკურია. ოთახები კონცეპტუალურად და ფუნქციურად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ხასიათი თანამიმდევრულია.

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყაროhttps://www.marketer.ge/madre-communal-company/

READ  საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები