საილუსტრაციო ფოტო

„გალერია თბილისი“ – სავაჭრო ცენტრი, სადაც მოთხოვნა აღემატება თავისუფალ ფართებს

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.

„გალერია თბილისი“ ამჟამად სრული დატვირთვით მუშაობს და მისი მენეჯმენტის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში არცერთი გასაქირავებელი ფართი არ არის დარჩენილი. ძირითადად წარმოდგენილია საერთაშორისო ბრენდები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე შემოსვლით ინტერესდებიან, თუმცა დიდი მოთხოვნაა ადგილობრივი ბრენდების მხრიდანაც.

„გალერია თბილისი“ მას სხვა სავაჭრო ცენტრებისგან თავისი შედარებით მცირე ფართობის გამო განასხვავებს. ამიტომ ხშირად უწევს უარის თქმა ბრენდებისთვის, რადგან სივრცე აღარ არის ხელმისაწვდომი. ამასთან, მათთვის არსებობს ე.წ. „მომლოდინეთა სია“, რომელშიც ახალი სავაჭრო ადგილების განთავისუფლების შემთხვევაში უკავშირდებიან.

საიჯარო ფასების საკითხთან დაკავშირებით, მენეჯმენტი აღნიშნავს, რომ მაღალი მოთხოვნის გამო, გასულ წლებთან შედარებით საიჯარო ფასები 10%-ით არის გაზრდილი. თუმცა, მათივე განცხადებით, ქართული სტარტაპებისა და კომპანიებისთვის შეღავათები არ განიხილება, რადგან ადგილობრივ კომპანიებს არ ჰქონიათ პრობლემა სტენდების განთავსებასთან დაკავშირებით. პირიქით, როდესაც ადგილი თავისუფლდება, მათთან მოლაპარაკება სწრაფად ხორციელდება.

ამავე დროს, „გალერია თბილისი“ დიდი მოლოდინით ელის ნოემბრის ბოლოს მოსალოდნელ შავი პარასკევის პერიოდის განმავლობაში ზრდას. 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე კი სავაჭრო ცენტრი აღნიშნავს თავის დაბადების დღეს, სადაც მომხმარებლებს ულიმიტო 30%-იანი ქეშბექის შეთავაზება ექნებათ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

 

#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *