ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიგლდანის რაიონში ახალი სკვერი გაიხსნა

გლდანის რაიონში ახალი სკვერი გაიხსნა

გლდანის რაიონს ახალი სკვერი შეემატა. სკვერი ზაჰესში, შოთაძის მეორე შესახვევში მოეწყო, რომელიც ადგილობრივებს ახალ და თანამედროვე გასართობ სივრცეს სთავაზობს.

სამუშაოები 1 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა, სადაც მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა მოეწყო. სკვერში დამონტაჟდა მოსასვენებელი პავილიონი, ხოლო მიმდებარედ ფუნქციონირებს ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები. სკვერის კიდევ ერთი მთავარი უპირატესობა არის თანამედროვე გარე განათებისა და სარწყავი სისტემის შექმნა, რაც ხელს უწყობს ტერიტორიის სრულფასოვან ფუნქციონირებას ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

სამუშაოების დროს ყურადღება დაეთმო გამწვანებას. სკვერის ტერიტორიაზე დაირგო ახალი ხე-მცენარეები, დაიგო ბალახი, ხოლო კედლები მოიხატა თანამედროვე სტილში.

სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობამ 447 940 ლარი გამოყო.

დასრულებული სკვერი გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ დაათვალიერა.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  ვლინდება როგორც ხელოვნურ სუნთქვაზე დამოკიდებულ, ასევე არავენტილაციურ პაციენტებში - შეძენილი პნევმონია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები