გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე (ყოფილი აკაკი ვასაძის) მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2025 წლის 9 ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე ორმხრივად იკრძალება ავტოტრანსპორტის გადაადგილება ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ალტერნატიული მარშრუტები:
- ხიზანიშვილის → შეშელიძის → ბოჭორიშვილის ქუჩები;
- უკუმიმართულებით მოძრაობისას — ფორე მოსულიშვილის ქუჩა.
გადაადგილება შენარჩუნდება მხოლოდ სარეაბილიტაციო ზონაში მცხოვრებთათვის.
ცვლილებები საზოგადოებრივ ტრანსპორტში:
მიმართულება: ქერჩის ქ. → მეტრო „ახმეტელის თეატრი“
- ავტობუსები: N304, N308, N323, N335, N351
- მიკროავტობუსები: N512, N517
მარშრუტი: ქერჩის ქ. → ფორე მოსულიშვილის ქ. → ხიზანიშვილის ქ. → გლდანის VIII მ/რ
უკუმიმართულება: მეტრო → ქერჩის ქუჩა
ისევ ფორე მოსულიშვილის გამოყენებით.
მიმართულება: ქერჩის ქ. → მეტრო „ახმეტელის თეატრი“
- ავტობუსები: N292, N348, N355, N365, N373
- მიკროავტობუსები: N518, N548, N486, N496
მარშრუტი: ფორე მოსულიშვილი → ხიზანიშვილი → ილია ვეკუა → მეტრო
👉 უკუმიმართულება: ხიზანიშვილის → ფორე მოსულიშვილის → ქერჩის ქუჩა
დამატებითი ცვლილება:
მგზავრთნაკადის განტვირთვის მიზნით, ავტობუს N339-ს დაემატება დამატებითი ერთეულები, რის შედეგადაც ინტერვალი შემცირდება 4 წუთამდე.
გადაადგილების გეგმა შეიმუშავა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და მერიამ. მოქალაქეებს თხოვნით მიმართავენ, გადაადგილებისას გაითვალისწინონ ახალი სქემა და დაიცვან საგზაო ნიშნები.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია