პარასკევი, ივნისი 13, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიდაკონსერვებული შემოვლითი რკინიგზის ავტომაგისტრალით ჩანაცვლება პერსპექტივაში თბილისში სატრანსპორტო კოლაფს გაამწვავებს - TCRC

დაკონსერვებული შემოვლითი რკინიგზის ავტომაგისტრალით ჩანაცვლება პერსპექტივაში თბილისში სატრანსპორტო კოლაფს გაამწვავებს – TCRC

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებით, დაკონსერვებული შემოვლითი რკინიგზის ავტომაგისტრალით ჩანაცვლება პერსპექტივაში თბილისში სატრანსპორტო კოლაფს გაამწვავებს. ამის შესახებ ვრცელ შეფასებას TCRC პირად გვერდზე აქვეყნებს.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რკინიგზის მზარდი ტვირთნაკადების პირობებში, მნიშვნელოვანია, მისი ავტომაგისტრალით ჩანაცვლება კი სხვა პრობლემებსაც გამოიწვევს. სატრანპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში ყაზახეთში, ალმათიში შემოვლითი რკინიგზის პროექტსაც აღნიშნავენ და ამბობენ, რომ პროექტები ქალაქების აგლომერაციისთვის მნიშვნელოვანია. მათივე ინფორმაციით, სადღეისოდ ჩინეთ – ყაზახეთის რკინიგზით გადაზიდვების ბუმია, მხოლოდ 2024 წელს 34 მლნ ტონა დაფიქსირიდა, როცა რამდენიმე წლის უკან მხოლოდ 8 მილიონს შეადგენდა.

“მოსალოდნელი მზარდი ტვირთნაკადის პირობებში, დაკონსერვებული თბილისის შემოვლითი რკინიგზის გაუქმება და მისი საავტომობილო მაგისტრალით ჩანაცვლება, პერსპექტივაში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სარკინიგზო მოძრაობის გადატვირთვას ერთად, თანმხლებ ეკოლოგიურ პრობლემებს გაამძაფრებს.

სულ ახლახან ყაზახეთის მთავრობის განცხადებით – ალმათის 75 კმ-იანი შემოვლითი რკინიგზა ქალაქ ალმაათის სატრანსპორტო კვანძს სატვირთო გადაზიდვებისგან 40 %-ით განტვირთავს.

ორ სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იგივე საკითხის ირგვლივ აღნიშნული შედარება ნათლად წარმოაჩენს, მუდმივად მზარდი ქალაქების აგლომერაციისათვის შემოვლითი რკინიგზის არსებობის საჭიროებაზე.

თავის დროზე, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დაწყება ნაკარნახევი იყო საქართველოს რკინიგზაზე ტვირთნაკადების ზრდის დინამიკით, კერძოდ 2010 წელს რკინიგზის გადაზიდვა 20 მლნ ტონას შეადგენდა, მათ შორის მხოლოდ ტრანზიტი – 13.2 მლნ იყო, თითქმის იმდენი რამდენიც 2024 წელს საქართველოს რკინიგზამ ჯამურად გადაზიდა – 13.8 მლნ ტონა. დომინირებს მოსაზრება, რომ თავის დროზე შემოვლითი რკინიგზა წინასწარი ეკონომიკური დასაბუთების გარეშე დაპროექტდა და ლოკომოტივების ჯერადი წევის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის საექსპლუატაციო ხარჯებს და არარენტაბელურს ხდის მის მოვლა შენახვას.

აღნიშნული გარემოება სადავოა, რადგანაც შემოვლითი რკინიგზის დაპროექტება, იმ დროს ერთ – ერთმა ყველაზე კვალიფიცირებულმა საპროექტო ორგანიზაციამ “კიევგიპროტრანსმა” განახორციელა.

რკინიგზების დაპროექტების სპეციფიკიდან გამომდინარე, გამორიცხულია ასეთი პრესტიჟული ორგანიზაციის მიერ შესრულებული სამუშაო წინასწარი კვლევა – ძიების გარეშე და ტექნიკური დავალების გადახვევით შესრულებულიყო. შემოვლითი რკინიგზის არარენტაბელობის შესახებ აგორებული კომპანია, პროექტის სამომავლო გაგრძელებისათვის არასაკმარისი ფინანსური სახრებით და ტვირთების დრამატული ვარდნით იყო განპირობებული.

READ  თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ - ეს ბლოგი თქვენთვისა

გადაწყვეტილება თბილისის შემოვლითი რკინიგზის გაუქმების და მისი ავტომაგისტრალით ჩანაცვლების შესახებ, დედაქალაქს შემოვლითი რკინიგზის პერსპექტივის გარეშე ტოვებს”, – აღნიშნულია TCRC-ის ანალიზში.

 

თბილისის შემოვლითი გზის პროექტირების სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წლიდან მიმდინარეობს და მასზე იტალიური საინჟინრო კომპანიები Anas International Enterprise-ი და IRD Engineering-ი მუშაობენ. ახალმა გზამ გვერდი უნა აუაროს თბილისს და ის ძირითადად იმ მონაკვეთებზე გაივლის, სადაც წარსულში თბილისის შემოვლითი რკინიგზის მონაკვეთს უნდა გაევლო, თუმცა აღნიშნული რკინიგზის განვითარება 2013 წელს შეჩერდა, მას შემდეგ კი დაიწყო მსჯელობა ამ ტერიტორიაზე თბილისის შემოვლითი მაგისტრალის განვითარების შესახებ, რასაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტს არა თბილისის მერია, არამედ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

 

წყარო

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები