30 მაისს Guns N’ Roses-ის გრანდიოზულ კონცერტს შეკვეთილში Black Sea Arena მასპინძლობს, ხოლო საქართველოს რკინიგზა კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის დამატებით რეისს ნიშნავს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური მატარებელი გაჩერდება უშუალოდ Black Sea Arena-ს ბაქანზე, რაც მგზავრებს კონცერტზე მოსახვედრად მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.
„
„30 მაისს Black Sea Arena Starring Georgia-ს ფარგლებში, Guns N’ Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება. მატარებელი ორივე მიმართულებით მოძრაობისას „ბლექ სი არენა“-ს ბაქანზე გაჩერდება“, — ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც საქართველოს რკინიგზის ვებგვერდზე, ასევე რკინიგზის სალაროებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია