20 ნოემბერს, სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოების გამო, თბილისში რამდენიმე რაიონში დენის მიწოდება დროებით შეიზღუდება. შესაბამისი შეზღუდვები შეეხება სხვადასხვა ქუჩის მოსახლეობას, რაც გამოიწვია აუცილებელი სამუშაოების ჩატარებამ.
გლდანის რაიონი:
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე დენის მიწოდება შეიზღუდება გლდანის მასივის IIIა, V და VII მიკრორაიონებში, ასევე ქერჩის, მწვანე, გრაფ შულენბურგის და ხევისპირის ქუჩებზე.
ისნის რაიონი:
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3-ის IV მიკრორაიონის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი:
10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეიზღუდება სადგურის, გორგასალის და დიმიტრი გულიას ქუჩების მაცხოვრებლებისთვის.
ნაძალადევის რაიონი:
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჩარგლის და გუდამაყრის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი:
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე დენის მიწოდება შეზღუდული იქნება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გრიბოედოვის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე.
ვაკის რაიონი:
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მოსაშვილის, ფალიაშვილის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი:
01:00 საათიდან 04:00 საათამდე, ქსელში გადართვების გამო, დენის მიწოდება შეზღუდული იქნება ნუცუბიძის პლატოს II და III მიკრორაიონებში, ნუცუბიძის, გამრეკელის, ზურაბ მუზაშვილის, ძოწენიძის, დადიანის, გურიელის, ირაკლი გამრეკელის, ჩხიკვაძის, პიკასოს, კაპანელის, ჟღენტის, ელგუჯა ამაშუკელის, დათუაშვილის, შატილის, აბულაძის და ინტენსიფიკაციის ქუჩებზე.
კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და განაგრძობს სამუშაოების განხორციელებას ელექტრომომარაგების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დენის მიწოდება სრულად აღდგება.
#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi
მასალის გამოყენების პირობები