დავით სარაჯიშვილის გამზირზე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის გარშემო ტრიალებს უამრავი მითი. გავარკვიოთ, რა არის რეალობა და რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ქალაქისთვის.

დღეიდან თბილისის 2 ქუჩაზე მოძრაობა 4 თვით იზღუდება — ნახეთ ალტერნატიული მარშრუტები და ტრანსპორტის ახალი სქემა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩებზე გადაადგილება 4 თვის განმავლობაში შეიზღუდა. შეზღუდვები 22 მაისის 00:00 საათიდან ძალაშია შესული და დაკავშირებულია გზის რეაბილიტაციის პროექტთან, რომელიც ვაკის პარკიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ მონაკვეთს მოიცავს.

შეზღუდვები ავტომობილებისთვის:

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
  • მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთიდან წერეთლის ქუჩამდე მარცხნივ მოხვევა იკრძალება — მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ.
  • დროებით მოიხსნება შეზღუდვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლში მოძრაობაზე — კერძო ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ საზოგადოებრივ ზოლშიც.
  • წერეთლის ქუჩაზე აიკრძალა მოძრაობა მარჯვენა ორ ზოლში, გადაადგილება შესაძლებელია დარჩენილი ზოლებით.
  • ჩოლოყაშვილის ქუჩაზე აიკრძალა მოძრაობა საავტობუსო ზოლში და წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით — მონაკვეთი დროებით ორმხრივ და ორზოლიან მოძრაობაზე გადაეწყო.
  • ვაკის სასაფლაოდან ლევან სამხარაულის ბიურომდე გზის მონაკვეთში მოძრაობა სრულად აიკრძალა.
  • ალტერნატიული მარშრუტი კერძო ტრანსპორტისთვის: ილია ჭავჭავაძის გამზირი → თამარაშვილის გამზირი → უნივერსიტეტის ქუჩა → ბაგების ხიდი → წყნეთის გზატკეცილი (უკუმიმართულებით იგივე სქემა).

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემის ცვლილება:

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ავტობუსები:

  • N307, N345, N354, N359 — ბაგების მიმართულებით იმოძრავებენ: ჭავჭავაძე → თამარაშვილი → უნივერსიტეტის ქუჩა → ბაგების ხიდი → წყნეთის გზატკეცილი
  • უკუმიმართულებით იმავე მარშრუტს გამოიყენებენ
  • N334 — მეტროსადგურ “დელისიდან” მოძრაობს თამარაშვილის, უნივერსიტეტის და ბაგების ხიდის გავლით წყნეთის გზატკეცილამდე
  • N351 — ბოლო გაჩერება დროებით განისაზღვრა ნუგზარ ენდელაძის მოედანზე, კუს ტბის გადასახვევის მოპირდაპირედ

მიკროავტობუსები:

  • N449 და N450 — იმოძრავებენ წყნეთის გზატკეცილიდან ბაგების ხიდის გავლით → უნივერსიტეტის ქუჩა → თამარაშვილი → წერეთელი → ჩოლოყაშვილი
    • N449 იმოძრავებს ნუგზარ ენდელაძის მოედანამდე და უკუმიმართულებით დაასრულებს გზას ჭავჭავაძის გამზირის N83-ის მიმდებარედ
    • N450 ვაკის პარკის მოპირდაპირედ შეუხვევს თამარაშვილისკენ და იმოძრავებს ზემოთ ჩამოთვლილი სქემით

დროებითი მარშრუტი:

  • N173 — იმოძრავებს წყნეთის გზატკეცილის N6-ის მიმდებარედ მდებარე დასახლებიდან და პირდაპირ მეტროსადგურ “დელისამდე” მოემსახურება ბაგების მოსახლეობას

თბილისის მერია მოქალაქეებს სთხოვს გაითვალისწინონ ცვლილებები და გადაადგილება წინასწარ დაგეგმონ.
შეზღუდვები ძალაში დარჩება დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში, მანამ, სანამ რეაბილიტაცია სრულად არ დასრულდება.

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). დღეიდან თბილისის 2 ქუჩაზე მოძრაობა 4 თვით იზღუდება — ნახეთ ალტერნატიული მარშრუტები და ტრანსპორტის ახალი სქემა. 17 იანვარი, 2026. https://shenitbilisi.ge/დღეიდან-თბილისის-2-ქუჩაზე/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. დღეიდან თბილისის 2 ქუჩაზე მოძრაობა 4 თვით იზღუდება — ნახეთ ალტერნატიული მარშრუტები და ტრანსპორტის ახალი სქემა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-2-%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network