ფოტო: rugbyxm / Wikimedia Commons (CC BY 2.0)

ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში აფეთქებულ ბინაში გაზის მოხმარების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს

თემური ლომიძე
თემური ლომიძე
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარი აფეთქების საქმის შესწავლა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა (ენერგოომბუდსმენმა) დაიწყო. სამსახურის განცხადებით, ინფორმაცია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიისგან შემთხვევის დღესვე გამოითხოვეს.

კომპანიისგან მიღებული პირველადი ინფორმაციით, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა. ელექტროენერგიის მოხმარების მონაცემებიც მიუთითებს, რომ ბინა, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოიყენებოდა.

იგივე ინფორმაციით, ბინაში დამონტაჟებული იყო ბუნებრივი გაზის ორი დანადგარი — ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა.

ენერგოომბუდსმენის სამსახური აცხადებს, რომ საკითხის შესწავლასა და შესაბამისი გარემოებების შეფასებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აგრძელებს. ფონიჭალაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი მეხუთე სართულზე გაზის გამათბობლის ჩართვა გახდა.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

წყარო: პუბლიკა

#drpkhakadze #sheniekimi

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.