გიორგი ლორია „დინამო თბილისში“ დაბრუნდა — ეროვნული ნაკრების ლეგენდა კარიერას მშობლიურ კლუბში აგრძელებს — შენი თბილისი

გიორგი ლორია „დინამო თბილისში“ დაბრუნდა — ეროვნული ნაკრების ლეგენდა კარიერას მშობლიურ კლუბში აგრძელებს

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

გამოცდილი მეკარე გიორგი ლორია ოფიციალურად დაუბრუნდა „დინამო თბილისს“ — ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. კლუბის ცნობით, ლორიასა და „დინამოს“ შორის ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა.

ლორია თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და გამოცდილ მეკარედ ბრუნდება, რომელსაც წარსულში „დინამოს“ შემადგენლობაში არაერთი გამორჩეული მატჩი აქვს ჩატარებული და კლუბის ისტორიული რეკორდის თანამფლობელია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მეკარე ცოტა ხნის წინ ეროვნული ნაკრებისგან ოფიციალურად გამოეთხოვა — გიორგი ლორიას ანგარიშზე 79 შეხვედრაა „ჯვაროსნებში“, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ეროვნული გუნდის ისტორიაში.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ის თამაშობდა კვიპროსულ „ომონიაში“, სადაც გუნდს კაპიტნობდა.

გიორგი ლორია უკვე შეურთდა თბილისურ კლუბს და პირველივე სპარინგ-მატჩში სომხურ „ურარტუსთან“ მეორე ტაიმში გამოჩნდა.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. გიორგი ლორია „დინამო თბილისში“ დაბრუნდა — ეროვნული ნაკრების ლეგენდა კარიერას მშობლიურ კლუბში აგრძელებს [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network