ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებივაზისუბანში ფეხბურთის მოედანი და სკეიტპარკი მოეწყო

ვაზისუბანში ფეხბურთის მოედანი და სკეიტპარკი მოეწყო

ვაზისუბანში, მე-5 კორპუსის მიმდებარედ, ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო: ღია ტიპის საფეხბურთო მოედანი და თანამედროვე სკეიტპარკი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტში ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტები.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, აღნიშნა, რომ სკეიტპარკები ფართო პოპულარობით სარგებლობს და ამ ტიპის პროექტები მომავალში სხვა უბნებშიც გაგრძელდება.

,,სკეიტ პარკები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ ტიპის სამუშაოებს სხვადასხვა უბანსა და რაიონში. დედაქალაქში განხორციელებული ყველა სკეიტ პარკის პროექტში საერთაშორისო ნორმები გათვალისწინებულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პროექტი 2,500 კვადრატული მეტრის ფართობზე განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგინა.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  თბილისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ₾1.815 მლრდ დაიხარჯა — თბილისის მერია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები