თბილისში, ვაკის რაიონში, 22 მაისიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყება, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა ოთხი თვის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება.
როგორც თბილისის მერიის პრესსამსახური იუწყება, შეზღუდვები შევა ძალაში 22 მაისის 00:00 საათიდან და იმოქმედებს რეაბილიტაციის დასრულებამდე.
სატრანსპორტო მოძრაობის ძირითადი ცვლილებები ასეთია:
- მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთიდანთამარაშვილისა და წერეთლის ქუჩების კვეთამდე მარცხნივ მოხვევა შეიზღუდება
- მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლზე მოქმედი შეზღუდვა დროებით მოიხსნება
- წერეთლის ქუჩაზე აკრძალული იქნება მოძრაობა მარჯვენა ორ ზოლში
- ჩოლოყაშვილის ქუჩაზე აიკრძალება მოძრაობა როგორც საავტობუსო ზოლზე, ისე წყნეთის მიმართულებით
- შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები აღნიშნულ მონაკვეთებზე
თბილისის მერიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განახლდება საგზაო საფარი, კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო ნაკადს მომავალში.
მოსახლეობას და მძღოლებს რეკომენდაცია ეძლევათ გამოიყენონ ალტერნატიული მარშრუტები და ყურადღებით აკონტროლონ მოძრაობის ცვლადი პირობები.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია