ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ინციდენტი კორპუსის მე-7 სართულზე განვითარდა.
ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა – ხანშიშესული ქალბატონი.ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებიც მომხდარ ფაქტს იძიებენ.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები