ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისის განვითარების ფონდმა ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა კოსტავას ქუჩაზე მდებარე ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია ოფიციალურად დაიწყო. აღნიშნული შენობა 2019 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

რეაბილიტაციის პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპი შენობის სახურავის, ფასადის და სხვა დეტალების აღდგენაა, ხოლო მეორე ეტაპზე განხორციელდება სრულფასოვანი რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შიდა სამუშაოებს.

სამუშაოების დაწყებას თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„უკვე დაწყებული გვაქვს ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება. ტერიტორია სრულად განახლდება და კეთილმოეწყობა, რაც დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პარალელურად, დავიწყეთ ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. ადგილზე მძიმე მდგომარეობა იყო – დარბაზი ფაქტობრივად, მთლიანად განადგურებულია. სასახლის სამუშაოები ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპია გარე ფასადის სამუშაოები, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება, შემდეგ უკვე, მომდევნო წლის ბოლოსთვის, პროექტი სრულად დასრულდება შიდა სამუშაოებით, ოთახების კეთილმოწყობით, დარბაზის განახლებით და ა.შ. მიხარია, რომ აღნიშნული სასახლე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ძალიან დიდ ისტორიას ატარებს, სრულად რეაბილიტირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დაახლოებით 29 მილიონი ლარი გამოიყო, ხოლო პროექტის განხორციელებას კომპანია „ბრიტანია ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.

ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შენობა, რომელიც 1972-1973 წლებში აშენდა, ქართული გვიანი მოდერნიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია და დღემდე წარმოადგენს ვერის პარკის არქიტექტურული და ურბანული სილუეტის განუყოფელ ნაწილს.

რეაბილიტაციის დაწყების ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტებს შორის — Times Higher Education Impact Rankings 2025-ის მონაცემები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები