ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს - თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას...

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს – თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს – როდის დასრულდება სამუშაოები

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის მასშტაბურ რეაბილიტაციას იწყებს, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი განახლებას გულისხმობს. სამუშაოები ოფიციალურად მაისში დაიწყება და მათი დასრულება ზაფხულის ბოლოს იგეგმება. აღნიშნული ინფორმაცია ქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე გაავრცელა.

პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, ყურადღება გამახვილდება საგზაო ინფრასტრუქტურისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაზე, რაც ტრანსპორტის ნაკადის გაუმჯობესებასა და ქალაქის მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

მეორე ეტაპზე, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობების გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდება. ამის შედეგად, შესაძლებელი გახდება როგორც შენობების სტრუქტურის გამყარება, ისე რუსთაველის გამზირის ვიზუალური და არქიტექტურული ესთეტიკის გაუმჯობესება.

“ჩვენ ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას, გზა არის ამორტიზებულ, მძიმე მდგომარეობაში. მაისის თვეში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა, რომ სრულიად დავამთავროთ. აქაც პირველი, რასაც გავაკეთებთ, ეს არის კომუნიკაციების მოწესრიგება, მთლიანად მოწესრიგებული იქნება ტროტუარები, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, ახალი განათების ბოძებით, თავისი ლედ სანათებით, მიწისქვეშა ურნები იქნება ნარჩენებისთვის განთავსებული. მთლიანად, რადიკალურად შეიცვლება რუსთაველის გამზირი, იქნება ახალი დიზაინი და ყველანაირად კომფორტული და ადაპტირებული ასევე შშმ პირთათვის. ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოვაწყობთ ახალ მოსაცდელებს. ვგეგმავთ ასევ არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას, რომლის დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არის და ამ სამუშაოების მეორე ეტაპი უკვე იქნება ძეგლებზე მუშაობა, რომელიც რამდენიმე წლიანი პროექტი იქნება, გვინდა, რომ არა მხოლოდ ფასადებით, მთლიანად გავამაგროთ და მოვაწესრიგოთ არსებული შენობა-ნაგებობები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  დამატებითი მატარებელი Guns N’ Roses-ის კონცერტისთვის — საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის სპეციალურ რეისს ნიშნავს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები