თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ყოველთვის გამოირჩეოდა თავის დინამიკური განვითარებით, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეში. 1957 წელს თბილისში პირველად ამოქმედდა საბაგირო გზა, რომელიც რუსთაველის გამზირს მთაწმინდის პარკთან აკავშირებდა. ამ გზის სიგრძე 906 მეტრი იყო, რომელზეც ორი, 25 ადგილიანი ვაგონი, 6 მეტრ/წამის სიჩქარით მოძრაობდა.
1966 წელს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საბაგირო გზა გაიხსნა ვაკე-კუს ტბას შორის, რომლის სიგრძე 1140 მეტრი იყო. 1990-იანი წლების დასაწყისამდე თბილისში ფუნქციონირებდა 5 საბაგირო გზა, მათ შორის ერთ-ერთი 1986 წელს გაიხსნა სამგორისა და ვაზისუბანს შორის. საბაგირო გზების ქსელი ასევე მოიცავდა საბურთალო (ნუცუბიძის ქუჩა) – ლისის ტბის, ასევე უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსსა და ბაგების საერთო საცხოვრებლებს შორის მიმოსვლას.
თბილისის საბაგირო გზების განვითარების პროცესმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქალაქის ტრანსპორტის სისტემაში, რადგან ეს გზა არა მხოლოდ ტურისტების, არამედ ყოველდღიური მგზავრების ტრანსპორტირებისათვისაც აქტუალური გახდა.
#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები