თბილისის აეროპორტმა ISAGO სერთიფიკატი განაახლა, რაც ქალაქის საერთაშორისო რეპუტაციისა და მგზავრთა მომსახურების ხარისხის კიდევ ერთი დადასტურებაა. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად ზრდის თბილისის მიმართულებით ავიაკომპანიების ნდობას.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქალ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში ქალ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. ინიციატივა, რომელიც ხელოვან ქალებს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ლოკაციაზე – აეროპორტში საკუთარი ნამუშევრების დემონსტრირების და გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს, მიმართულია მათი ეკონომიკური გაძლიერებისა და პოპულარიზაციისკენ.

გამოფენაში წარმოდგენილია როგორც სტუდენტების ნამუშევრები, ასევე ექსპოზიციაში მონაწილეობენ თბილისის ადამიანით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ბენეფიციარი ქალები. პროექტში ჩართულია გალერეა „გამრეკელიც“.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ღონისძიების ფარგლებში, ნებისმიერ მგზავრს შეუძლია შეიძინოს ხელნაკეთი ნამუშევრები და წაიღოს ისინი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

მხარდამჭერი და ორგანიზატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ აღნიშნულ ინიციატივასთან ერთად მემორანდუმებს აფორმებს:

  • აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიასთან – ხელოვანი სტუდენტებისთვის გამოფენის სივრცის დათმობისა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციის მიზნით;
  • ადამიანით ვაჭრობისა და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებასთან – ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და დასაქმების მხარდაჭერისთვის.

„ტავ ჯორჯია“, რომელიც უკვე 20 წელია მართავს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს, სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით მრავალ ინიციატივას ახორციელებს, ამათგან ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობაა.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქალ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. 4 თებერვალი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისის-საერთაშორისო-ა-4/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქალ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%90-4/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network