თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტების რეიტინგში შეიყვანეს — Times Higher Education Impact Rankings 2025-ის მიხედვით, იგი ჯანმრთელობა და კეთილდღეობის (SDG3) მიმართულებით 201–300 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის მოხვდა.
კვლევა მოიცავდა 130 ქვეყნის 2526 უმაღლეს სასწავლებელს, სადაც თსსუ-მ გამოიჩინა თავი მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების შესრულების მიმართულებით. SDG3 წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს გაეროს მიერ განსაზღვრულ 17 მდგრადი განვითარების მიზანს შორის და მოიცავს ჯანმრთელობის დაცვას, მედიცინის ხელმისაწვდომობასა და საზოგადოების კეთილდღეობას.
რეიტინგის შედგენისას შეფასდა ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა:
- უნივერსიტეტის წვლილი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში;
- სამეცნიერო კვლევების ხარისხი და ხელმისაწვდომობა;
- განათლების როლი და ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობაზე ორიენტირებული საგნებით;
- თანამშრომლობა ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე.
Times Higher Education Impact Rankings მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სისტემაა, რომელიც უნივერსიტეტების რეალურ სოციალურ გავლენას აფასებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად. თსსუ-ს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის საერთაშორისო აკადემიურ რეპუტაციასა და საზოგადოების მიმართ მზარდ პასუხისმგებლობას.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




