ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისის 100 სკოლის 2500-ზე მეტი მოსწავლე კამპანიაში „ყოველი წვეთი ძვირფასია“ – რას...

თბილისის 100 სკოლის 2500-ზე მეტი მოსწავლე კამპანიაში „ყოველი წვეთი ძვირფასია“ – რას მოიცავს ინიციატივა

წყალი თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია — სწორედ ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ თბილისის სკოლების მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობენ საგანმანათლებლო კამპანიაში „ყოველი წვეთი ძვირფასია“.

კამპანიის მიზანია მოსწავლეებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება წყლის რესურსის მნიშვნელობისა და მისი მდგრადი გამოყენების შესახებ. პროექტის ფარგლებში 100 სკოლის 2500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო ინტერაქტიულ სწავლებაში.

კამპანიის განახლებული ეტაპი ითვალისწინებს:

  • ინტერაქტიული სემინარების ჩატარებას სკოლებში
  • ვიდეო და ბეჭდური მასალების გაზიარებას
  • სამაგიდო თამაშის მეშვეობით ცოდნის განმტკიცებას
  • მოსწავლეებისთვის წყლის სრული ციკლის გაცნობას — მყინვარიდან ონკანამდე

პროექტის პირველ ეტაპზე სკოლის მოსწავლეებმა მოინახულეს:

  • ჯივიპის სათავე ნაგებობა
  • საფილტრე სადგური
  • ლაბორატორია

ადგილზე მათ საკუთარი თვალით იხილეს, როგორ ხდება წყლის გადამუშავება და გადმოწოდება მომხმარებლამდე.

წყალი, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსი, ყოველდღიურობაში ხშირად შეუმჩნეველია, თუმცა მისი მოპოვება და სუფთა სახით მიწოდება დიდ შრომას, ენერგიასა და ინფრასტრუქტურას საჭიროებს. სწორედ ამის გაგებას ემსახურება კამპანია, რომელიც 2026 წლის მარტამდე გაგრძელდება.

მომავალში დაგეგმილია:

  • საზოგადოების ფართო ჩართულობა
  • საზოგადოებრივი სივრცეებში საინფორმაციო აქტივობები
  • მოსწავლეებისთვის ღია ლექციები და კონკურსები

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  ნიკო კუხალეიშვილის ნამუშევრების გამოფენა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები