საგზაო მოძრაობის ცვლილება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზაზეა მოსალოდნელი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის 27 მაისიდან 8 ივნისამდე, საგარეჯოს შემოვლითი მონაკვეთზე, კმ27–კმ35 მონაკვეთზე, იგეგმება ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოები.
სამუშაოების პერიოდში:
- მოძრაობა განხორციელდება სავალი ნაწილის ნაწილობრივ შეზღუდვით
- ავტომობილები გადაადგილდებიან მონაცვლეობით:
- ჯერ ერთ, შემდეგ კი მეორე სამოძრაო ზოლზე
- საჭიროების შემთხვევაში — გამაგრებულ გვერდულზეც ორივე მიმართულებით
გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს სიფრთხილისკენ და ახალი მოძრაობის სქემის გათვალისწინებისკენ, რათა საავტომობილო უსაფრთხოება არ დაზიანდეს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




