,,თბილისი ენერჯი” განცხადებას ავრცელებს:
,,დიღომსა და საბურთალოზე მიმდინარეობს ქსელიდან გათიშული 16 000 აბონენტის ჩართვა.
სამუშაოები ტარდება ეტაპობრივად და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.
გთხოვთ, არ დატოვოთ გაზზე მომუშავე დანადგარები ღია მდგომარეობაში და დარწმუნდით, რომ გაზის ონკანები დაკეტილია.
თუ იგრძენით გაზის სუნი დაუყოვნებლივ დარეკეთ: ☎️ 114 ; ცხელი ხაზი (032) 2 404004” – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, 9 ოქტომბერს, ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დიღომსა და საბურთალოზე 16000 აბონენტს შეუწყდა.
მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




