საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინფორმაციით, შპს „თბილისი ენერჯი“ 2026-2030 წლებში 92,781,057 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
სემეკმა 27 ნოემბრის საჯარო სხდომაზე შეითანხმა გაზგამანაწილებელი კომპანიის მომდევნო 5 წლის საინვესტიციო გეგმა.
კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში შპს „თბილისი ენერჯი“ უზრუნველყოფს თბილისში გამანაწილებელი ქსელის საიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებას.
გაზგამანაწილებელი კომპანიები ჯამურად მომდევნო 5 წელში 307,093,676 ლარის ინვესტიციას განახორციელებენ.
მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




