შაბათი, ოქტომბერი 25, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისი–რუსთავის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისი–რუსთავის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მე-2 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში, ფონიჭალის მონაკვეთზე დაგეგმილია 3.6 კილომეტრიანი გზის მშენებლობა და მტკვარზე ორი ახალი ხიდის (211 და 170 მეტრი სიგრძის) მოწყობა. სანაპიროზე ასევე განთავსდება მოსასვენებელი სივრცეები და ქვეითებისთის შუქნიშნებით აღჭურვილი უსაფრთხო ზონები.

სამინისტროს ინფორმაციით, გარდა ამისა, აშენდება ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტრანზიტული მოძრაობის მოთხოვნებს, ხოლო ფონიჭალის ტერიტორიაზე მოეწყობა ერთდონიანი კვანძიც — ადგილობრივი მოძრაობის მოსაწესრიგებლად.

“ახალი მონაკვეთის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ქალაქის ქუჩებზე სატვირთო და ტრანზიტული მოძრაობის ინტენსივობას, გააუმჯობესებს მგზავრობის დროსა და უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას.

გზის მშენებლობის პროცესში გათვალისწინებული იქნება ყველა შესაბამისი სამშენებლო, გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები”,- აცხადებენ უწყებაში.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

 

READ  თბილისში რაიონულმა გამგეობებმა ჯანდაცვისა და სოციალური საჭიროებებზე ₾400 მლნ-მდე დახარჯეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები