თბილისში ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების ახალი პროექტი მიმდინარეობს — შენი თბილისი

თბილისში ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების ახალი პროექტი მიმდინარეობს

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში, კერძოდ, სამგორის რაიონის ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, N6 კორპუსის მობინადრეები მალე ახალ, თანამედროვე საცხოვრებელში გადავლენ. პროექტი 2026 წელს დასრულდება.

კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში მრავალბინიანი ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა მამიმდინარეობს, რომლის მიზანია, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების კორპუსების აშენება. პროექტი 2021 წელს დაიწყო და ამ ეტაპზე, დედაქალაქის მასშტაბით 10 000-მდე ავარიული შენობაა შესაცვლელი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ახალი პროექტის ფარგლებში, ოთხსართულიანი ავარიული კორპუსის ნაცვლად, აშენდება ათსართულიანი თანამედროვე შენობა, რომელშიც 79 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი განთავსდება. მაცხოვრებლებს გადაეცემათ გარემონტებული ბინები, ხოლო სანამ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ქირით მათი საცხოვრებელი ხარჯი მუნიციპალიტეტმა აიღო.

2023 წლის 21 მაისს ხელშეკრულება გაფორმდა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გამარჯვებულ კომპანიასთან „ბკ ქონსთრაქშენთან“.

 

#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების ახალი პროექტი მიმდინარეობს [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d-2/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network