თბილისში 20 წლის კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მისი ოჯახის წევრები ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.
როგორც ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდას თანატოლებმა ერთ-ერთის მეგობრის სახლში მოკლეს, რის შემდეგაც მისი ცხედარი დატოვეს და შემთხვევის ადგილიდან გაქრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ უკვე დააკავა 3 პირი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: 108-ე მუხლი, რომელიც მკვლელობას ითვალისწინებს და 376-ე მუხლი, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები