შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში, ბენზინგასამართ სადგურზე ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ა.ს. ყაჩაღობის ბრალდებით აიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბენზინგასამართ სადგურ “3G”-ზე თავს დაესხა ოპერატორს — 1960 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, მიაყენა ფიზიკური დაზიანება და ცივი იარაღის მუქარით თანხა გასტაცა.
პოლიციამ ის მალევე დააკავა და ნივთმტკიცებებიც ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია