თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელში 2 პარალელური გვირაბის მოწყობა იგეგმება — შენი ბათუმი

თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელში 2 პარალელური გვირაბის მოწყობა იგეგმება

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელში გვირაბების მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარდგენილ პროექტშია საუბარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყებამ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკოპინგის დასკვნის მისაღებად უკვე მიმართა.

უფრო კონკრეტულად, საუბარია, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, თბილისიდან გასასვლელი/შესასვლელი საავტომობილო გზის, კერძოდ, თბილისი-ნატახტრის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტზე. რაც შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით, მოიცავს შემდეგ მონაკვეთებს:

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მონაკვეთი 1 – თბილისის შესასვლელიდან („შკოდას“ ავტოცენტრის მიმდებარე ტერიტორია) თბილისის შემოვლითი გზის პერსპექტიულ სატრანსპორტო კვანძამდე (საგურამოს კვანძი).

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

მონაკვეთი 2 – საგურამო-ჟინვალის პერსპექტიული სატრანსპორტო კვანძიდან (საგურამოს კვანძი) ნატახტრის კვანძის მიმდებარედ არსებულ წეროვნის ახლად გაშენებული დასახლების გადასახვევამდე.

შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით, წარმოდგენილი პროექტის შემთხვევაში დაგეგმილია ორი ახალი (შეწყვილებული) გვირაბის მოწყობა ქოშიგორას მთის ქვეშ.

უფრო კონკრეტულად, თბილისი ნატახტრის მიმართულებაზე მოსაწყობი გვირაბის სიგრძე შეადგენს 1,6 კმ-ს, ხოლო ნატახტარი-თბილისის მიმართულებაზე მოსაწყობი გვირაბის სიგრძე 1,9 კმ-ია. საერთო ჯამში გვირაბების ჯამური სიგრძე 3,5 კმ-ია.

საპროექტო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ გვირაბში საანგარიშო დასაშვები სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება.

ამასთან, ორი პარალელური, ცალმხრივი მოძრაობისთვის განკუთვნილი გვირაბი 4-ზოლიანი და ერთმანეთის იდენტური იქნება. განსხვავება მხოლოდ მათ სიგრძეშია.

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

www.bpn.ge

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელში 2 პარალელური გვირაბის მოწყობა იგეგმება. 22 ივნისი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისის-შემოსასვლელ-გას/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელში 2 პარალელური გვირაბის მოწყობა იგეგმება [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a1/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network