შსს-ს ინფორმაციით, დაჭრის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ადამიანი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 2000 წელს დაბადებულ ი.დ.-ს გულ-მკერდისა და მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული”, – წერს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.




