თბილისში მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი (TBILISI RFSD) გაიხსნა, რომელიც წლევანდელ ეტაპზე ფოკუსირებულია თემაზე – „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“.
ღონისძიება დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით ტარდება და ორდღიან ფორმატში საერთაშორისო დონის ექსპერტებს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და საჯარო სექტორის ლიდერებს აერთიანებს.
ფორუმი ოფიციალურად გახსნა თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად. როგორც კალაძემ განაცხადა, ფორუმის მთავარი მიზანია მშვიდობის მნიშვნელობის ხაზგასმა ქვეყნის განვითარებისთვის:
„მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა — ის ეკონომიკური ზრდისა და წინსვლის ფუნდამენტია“, — აღნიშნა კალაძემ.
ფორუმზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა:
- ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები;
- ეკოლოგია და გარემოს დაცვა;
- ურბანული განვითარება და სამშენებლო სექტორის თანამედროვე ტენდენციები;
- დემოგრაფიული დინამიკა და მიგრაცია;
- სივრცითი მოწყობა და სატრანსპორტო პოლიტიკა.
ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის წევრები, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და დიპლომატიური კორპუსის წევრები.
TBILISI RFSD-ს მიზანია გამოცდილების, ინოვაციური მიდგომებისა და განვითარების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება რეგიონულ და გლობალურ დონეზე.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია