სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში, მილიონ კვადრატულ მეტრზე ახალი „მწვანე ქალაქი“ აშენდება

თბილისში, მილიონ კვადრატულ მეტრზე ახალი „მწვანე ქალაქი“ აშენდება

თბილისში ახალი „მწვანე ქალაქი“ აშენდება – ამის შესახებ განაცხად საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელება მილიონ კვადრატულ მეტრზე იგეგმება და ის საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს მოიცავს.

„თბილისში, კრწანისში, 600 ჰექტარზე, შენდება ახალი მწვანე ქალაქი – მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით.

tbilisi

ბათუმში კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, იქმნება შავი ზღვის სანაპიროს ახალი მარგალიტი – პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“, – განაცხადა პრემიერმა.

eagle_hills

eagles

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  თბილისში პირველი “სურსათის ბანკი” ფუნქციონირებს — დეტალები დონაციის შესახებ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები