თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი 3 თვით გახანგრძივდა. გახანგეძლივებული პერიოდი 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე მოიცავს. ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოც ადასტურებს, თუმცა შესაბამისი ბრძანება ჯერ ატვირთული არ არის.
ბოლო ცნობებით, ვადა 1-ელ ივნისს იწურებოდა. უნდა აღნიშნოს, რომ ვადა ერთხელ 2024 წლის ბოლოდან ისედაც გახანგრძლივებული იყო.
პირვანდელი მონაცემით რეგისტრაცია 2023 წლის ივნისში დაიწყო და 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია 12 გეოგრაფიულ არეალში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს ერთობლივად ახორციელებენ.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




