კვირა, ნოემბერი 23, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში ოქტომბერში 4 178 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა - როგორია 1 კვ.მ-ის საშუალო...

თბილისში ოქტომბერში 4 178 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა – როგორია 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი

თბილისში ოქტომბერში 4 178 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც „ქოლიერსის“ კვლევის მიხედვით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 9%-იანი ზრდაა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ახალ პროექტებში გაყიდვები გაიზარდა, ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების კლება ფიქსირდება.

„2025 წლის ოქტომბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 13.1%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 12.1%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 14.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობა 4%-ით შემცირდა ძველ პროექტებში“, – აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში.

ამასთანავე, მიმდინარე წლის ოქტომბერში წლიურად 13%-ით გაიზარდა ფასები. უფრო დეტალურად, 2024 წლის ოქტომბერში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 064 დოლარი იყო, წელს კი ღირებულება 1 202 დოლარს გაუტოლდა.

ცნობისთვის, 2025 წლის ოქტომბერში ბაზრის ზომა წლიურად 25.2%-ით გაიზარდა და 336 მილიონი დოლარი შეადგინა.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

 

READ  რონალდინიო თბილისშია — ლეგენდების მატჩი და ჩემპიონთა ლიგის თასი საქართველოში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები