2024 წლის 11 თვეში, თბილისში $2,8 მილიარდის ბინები გაიყიდა – Galt&Taggart-ის ანალიზი — შენი თბილისი

თებერვალში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა – Colliers Georgia

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თებერვალში თბილისში ბინების გაყიდვები 8.9%-ით შემცირდა. დედაქალაქში ამ პერიოდში სულ 3,205 ბინა გაიყიდა, რომელთა საერთო ღირებულება 234 მილიონი დოლარი იყო. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა წლიურად 0.6%-ით, შემცირდა.

Colliers Georgia-ს განახლებული მიმოხილვის მიხედვით, თებერვალში თბილისის ახალ პროექტებში ტრანზაქციების 2%-იანი კლება დაფიქსირდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ, რაც ართულებს პირველადი ბაზრის ზუსტი სურათის აღქმას. ძველ პროექტებში ნარჩუნდება კლების ტენდენცია – 2024 წლის თებერვალთან შედარებით მაჩვენებელი 27.2%-ით არის შემცირებული“, – აღნიშნულია განახლებაში.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

რაც შეეხება ფასებს, 2025 წლის თებერვალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის თებერვალთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა, ხოლო გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში ზრდამ შესაბამისად 6.2% და 5.9% შეადგინა.

თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის თებერვალთან შედარებით ფართო ცენტრში 20.4%-ით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ცენტრში 7.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გარეუბანში ფასებმა 10.3%-ით მოიმატა.

„ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის თებერვალში ერთბაშად ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები დარეგისტრირდა, რამაც საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება გამოიწვია. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 3.9%-ით გაიზარდა“, – განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.

თბილისში ბინების ბაზარზე ფასების ცვლილებებთან ერთად, ტრანზაქციების რაოდენობაც შემცირდა, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია საერთო ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ბაზრის დინამიკასთან.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თებერვალში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა – Colliers Georgia. 19 ივლისი, 2026. https://shenitbilisi.ge/თებერვალში-თბილისში-ბინე/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თებერვალში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა – Colliers Georgia [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network