Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს — შენი თბილისი

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე 15 ივნისიდან შევა. ავიაკომპანია ბელგრადსა და თბილისს შორის რეგულარულ ფრენებს კვირაში სამჯერ, Airbus 319 ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის აქამდე არ არსებობდა რეგულარული პირდაპირი ავიამიმოსვლა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

“მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე სერბეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air Serbia შემოდის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში კი გაცილებით ინტენსიური გახდა, დასკვნით ფაზაში მოლაპარაკებების პროცესში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ჩაერთო. საბოლოოდ, ავიაკომპანიასთან შევთანხმდით, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ჩვენს დედაქალაქებს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლა კვირაში სამი სიხშირით შესრულდება.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ავიაკომპანია ოპერირებას ბელგრადსა და თბილისს შორის სრული წლის განმავლობაში განახორციელებს,” – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. 20 ივლისი, 2026. https://shenitbilisi.ge/air-serbia-თბილისი-ბელგრადის-მიმა/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/air-serbia-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network