თბილისში პირველად „სტუმარმასპინძლობის თბილისური დღეები” გაიმართა. ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურისა და გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციასთან თანამშრომლობით შედგა, რომელიც 24 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სემინარების ციკლი, რომელშიც 40 მზარეული და კულინარიით დაინტერესებული მონაწილე ჩაერთო, მიზნად ისახავდა დამწყები შეფმზარეულების პროფესიული უნარების გაღრმავებას, თანამედროვე პრაქტიკის გაცნობასა და ადგილობრივი გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციას.
ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამა გაიხსნა თბილისის გასტრო-ტურით, რომელსაც ექსპერტი და მკვლევარი დალი ცატავა ხელმძღვანელობდა. სემინარებისა და მასტერკლასების ფარგლებში, მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს როგორც საერთაშორისო დონის, ასევე ადგილობრივმა სპეციალისტებმა.
პროგრამის მნიშვნელოვანი თემები იყო თანამედროვე გასტრონომიული ტენდენციები, ინოვაციური სამზარეულოს ტექნიკები, ადგილობრივი პროდუქტების გამოყენება და ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების კვლევა და პოპულარიზაცია.
სემინარების ციკლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო ოფიციალური დახურვის ცერემონიალს სასტუმრო „მუზეუმი“ მასპინძლობდა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




