თბილისში პირველად „სტუმარმასპინძლობის თბილისური დღეები“ გაიმართა — შენი თბილისი

თბილისში პირველად „სტუმარმასპინძლობის თბილისური დღეები“ გაიმართა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში პირველად „სტუმარმასპინძლობის თბილისური დღეები” გაიმართა. ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურისა და გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციასთან თანამშრომლობით შედგა, რომელიც 24 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სემინარების ციკლი, რომელშიც 40 მზარეული და კულინარიით დაინტერესებული მონაწილე ჩაერთო, მიზნად ისახავდა დამწყები შეფმზარეულების პროფესიული უნარების გაღრმავებას, თანამედროვე პრაქტიკის გაცნობასა და ადგილობრივი გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციას.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამა გაიხსნა თბილისის გასტრო-ტურით, რომელსაც ექსპერტი და მკვლევარი დალი ცატავა ხელმძღვანელობდა. სემინარებისა და მასტერკლასების ფარგლებში, მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს როგორც საერთაშორისო დონის, ასევე ადგილობრივმა სპეციალისტებმა.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

პროგრამის მნიშვნელოვანი თემები იყო თანამედროვე გასტრონომიული ტენდენციები, ინოვაციური სამზარეულოს ტექნიკები, ადგილობრივი პროდუქტების გამოყენება და ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების კვლევა და პოპულარიზაცია.

სემინარების ციკლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო ოფიციალური დახურვის ცერემონიალს სასტუმრო „მუზეუმი“ მასპინძლობდა.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისში პირველად „სტუმარმასპინძლობის თბილისური დღეები“ გაიმართა. 31 მაისი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისში-პირველად-სტუმა/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში პირველად „სტუმარმასპინძლობის თბილისური დღეები“ გაიმართა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%90/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network