თბილისში ტატუს სალონები შემოწმდა – რამდენმა ობიექტმა დაარღვია სანიტარული ნორმები — შენი ბათუმი

თბილისში ტატუს სალონები შემოწმდა – რამდენმა ობიექტმა დაარღვია სანიტარული ნორმები

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
🩺 სამედიცინო ზედამხედველობა: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG)

თბილისში მიმდინარე წელს, იანვრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, 9 ტატუს სალონი შემოწმდა, მათგან დარღვევა კი 4-ში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-მ თბილისის მერიიდან გამოითხოვა, რომლის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის კომპეტენციაში შედის სილამაზის და ტატუს სალონების შემოწმება.

მერიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, მიმდინარე წელს 4 ტატუს სალონში გამოვლენილი დარღვევები უკავშირდება სანიტარული ნორმების შეუსრულებლობას. თბილისის მერიის მიერ მოწოდებული პასუხის თანახმად, ის სალონები, სადაც დარღვევა გამოვლინდა, ხელახლა გადამოწმდა. ჯარიმა არცერთისთვის არ გამოწერილა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ გადამოწმების შემდეგ ყველა მათგანს შესაბამისი ნორმები უკვე დაკმაყოფილებული ჰქონდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებლებს, მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს ჯამში შემოწმდა 7 ტატუს სალონი, რომელთაგანაც სანიტარული ნორმების დარღვევა 2-ში გამოვლინდა. მოგვიანებით, აღნიშნული სალონები ხელახლა გადამოწმდა. ჯარიმა არც გასულ წელს არ დაწერილა.

წყარო

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში ტატუს სალონები შემოწმდა – რამდენმა ობიექტმა დაარღვია სანიტარული ნორმები [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network